Posts

Showing posts from March, 2017

ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპი

Image
      სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ბავშვზე ორიენტირებულ იდეოლოგიას ატარებე მხარს უჭერენ ინტერაქციულ სწავლას, სადაც ბავშვები აკვირდებიან გარემოს, შეაქვთ ცვლილებები მასში. სწავლის პროცესი ბავშვზე ორიენტირებული სწავლით და ინსტრუქციებით  მიმდინარეობს, არ არის დაძალება აღმზრდელისგან.       მონტესორს მიაჩნდა რომ, ბავშვს გააჩნია შინაგანი მოტივაცია სწავლის მიმართ; ის მხარს უჭერდა თამაშით სწავლებას, სადაც აღმზრდელი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და პატივისცემით წარმართავს სწავლების პროცესს.        ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად: საგანმანათლებლო პროცესი და გარემო მორგებული უნდა იყოს, თითოეული ბავშვის საჭიროებებზე და პიროვნულ-კულტურულ თავისებურებებზე.        ყოველივე აქედან გამომდინარე, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის ძირითადი პრინციპები ასეთია: ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება, რაც მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზრდასა და განვითარებას ემსახურება. ყველა ბავშვი უნიკალური და განსაკუთრებული ინდივიდ...

ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა და ეფექტურობა

Image
       ბავშვის განვითარების პროცესი ადრეული ასაკიდანვე იწყება და განვითარებაში დიდი როლი უჭირავს სკოლამდელ განათლებას, რომელშიც იგულისხმება ბავშვის იმ შესალებლობების და ინტერესების გათვალისწინება, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან მუშაობის პროცესში.       ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკა, ეს არის განათლების მიდგომა,რომელიც ფოკუსირდება უპირველესად მოსწავლის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე. ეს ყოველივე შესაძლებლობას გვაძლევს სწორად დაიგეგმოს რელევანტური სააღმზრდელო პროგრამა და სააღმზრდელო პროცესი.       ბავშვზე ორიენტირებული განათლება ადრეულ ასაკში განათლების მიღების საფუძველია.ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თამაშით სწავლება. თამაშზე დაფუძვნებული სწავლებით მიდგომები, საშუალებას იძლევა ბავშვის ყოველმრივ განვითარების, რაც საფუძველს ქმნის მისი შემდგომი მრავალმხრივი და სრულყოფილი განვითარების და შემდგომი ნაბიჯის  გადადგმის, სკოლაში  მომზადებული შესვლის ხელშეწყობის.               ...