ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპი

     სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ბავშვზე ორიენტირებულ იდეოლოგიას ატარებე მხარს უჭერენ ინტერაქციულ სწავლას, სადაც ბავშვები აკვირდებიან გარემოს, შეაქვთ ცვლილებები მასში. სწავლის პროცესი ბავშვზე ორიენტირებული სწავლით და ინსტრუქციებით მიმდინარეობს, არ არის დაძალება აღმზრდელისგან.
      მონტესორს მიაჩნდა რომ, ბავშვს გააჩნია შინაგანი მოტივაცია სწავლის მიმართ; ის მხარს უჭერდა თამაშით სწავლებას, სადაც აღმზრდელი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და პატივისცემით წარმართავს სწავლების პროცესს.
       ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად: საგანმანათლებლო პროცესი და გარემო მორგებული უნდა იყოს, თითოეული ბავშვის საჭიროებებზე და პიროვნულ-კულტურულ თავისებურებებზე.
       ყოველივე აქედან გამომდინარე, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის ძირითადი პრინციპები ასეთია:

  1. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება, რაც მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზრდასა და განვითარებას ემსახურება.
  2. ყველა ბავშვი უნიკალური და განსაკუთრებული ინდივიდია. პატივი უნდა ვცეთ და გავითვალისწინოთ მათი ასკობრივი, სქესობრივი, კულტურული, ტემპერამენტული და ინდივიდუალური თავისებურებები.
  3. ბავშვები საკუთარ განათლებაში და განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ. ასე რომ ისინი ჩართულები უნდა იყვნენ  გონებით და ფიზიკურად იმის სწავლაში, რის ცოდნას და კეთებას საჭიროებენ.
  4. ბავშვების აზრები, უპირატესობები, სწავლის სტილი და ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს პრაქტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას სკოლამდელ დაწესებულებებში.

Comments

Popular posts from this blog

ცენტრების მოწყობა

მხარდამჭერი გარემო