ცენტრების მოწყობა

                                        ცენტრები  მოწყობა

        გარემოს სივრცის დაგეგმვისას პრაქტიკულია ამ სივრცის ცენტრებად დაყოფა აქტივობების კატეგორიების მიხედვით. მხარდამჭერი და ეფექტური გარემოს შექმნის მიზნით, სივრცის ცენტრებად დაყოფის მიდგომას პრაქტიკულად ყველგან იყენებენ.
ცენტრების მრავალფეროვნება ბავშვებს უვითარებს უსაფრთხოების განცდას და იცავს დათრგუნვისგან, რაც შეიძლება დიდი ოთახის კომპლექსურობამ გამოიწვიოს. ასევე ცენტრები ბავშვებს კონტროლის განცდას უჩენს და ეხმარება გარემოს შეცნობაში.

      ბავშვები სენსიტიურები არიან სივრცეების მიმართ; ისინი რეაგირებენ ბევრნაირ სივრცეზე: დიდზე, ღიაზე, პატარაზე, მყუდროზე და განსაკუთრებით დამალულ სივრცეზე. სწორად შერჩეული სივრცე ბავშვებს აქტივობის, წარმოსახვის და სწავლის შესაძლებლობებს უქმნის (დეივიდი და რაიტი, 1974). კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვები ბევრად უკეთესად იმახსოვრებენ ადგილებს ადამიანებთან და საგნებთან შედარებით; შესაბამისად, გარემოში ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია 
      აღმზრდელმა თავად უნდა გადაწყვიტოს რამდენი ცენტრი უნდა ჰქონდეს ჯგუფში, რადგან ეს დამოკიდებულია ბავშვების ასაკსა და ოთახის ზომაზე. სვიმი კონკრეტულ რეკომენდაციას იძლევა ცენტრების სივრცესთან დაკავშირებით. იგი თვლის, რომ ბავშვების რაოდენობის მესამედით მეტი ადგილი უნდა გაითვალისწინოთ სამუშაოსთვის. მაგ. 24 ბავშვის შემთხვევაში დაგჭრიდებათ 24X1/3+24=32 ადგილი. ანუ, ცენტრებში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობის ჯამი არ უნდა იყოს 32-ზე ნაკლები.

Comments

Popular posts from this blog

ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპი

მხარდამჭერი გარემო