მხარდამჭერი გარემო
მხარდამჭერი გარემო
“ეს მიმზიდველი ადგილია” - მასალა და ნივთები ორგანიზებულია ისე, რომ ბავშვებმა იციან სად იპოვონ ის რაც სჭირდებათ. თაროები სუფთაა და მასალას აქვს იარლიყები რომ ბავშვბმა ადვილად გააკეთონ არჩევანი. გასაგები და ილუსტრირებული დღის განრიგი კიდია კედელზე, რომ ბავშვებმა იცოდნენ რა ხდება დღის მანძილზე და იცოდნენ რას უნდა მოელოდნენ. რუტინა, ტრანზიციები, კვება, დასვენება და ტუალეტი უცვლელია.
მხარდამჭერი გარემო ხასიათება როგორც უსაფრთხო, კომფორტული, მიმზიდველი, საინტერესო და ორგანიზებული. ასეთი გარემო აღმზრდელს საშუალებას აძლევს დააკვირდეს მიმდინარე აქტივობებს და იმავდროულად ჩაერთოს აქტივობაში. მხარდამჭერი გარემოს სივრცე უნდა ასევე იყოს იყოს ფუნქციური.
წარმატებული გარემოს უზრუნველსაყოფად აღმზრდელმა შემდეგი სტრატეგიები უნდა განახორციელოს:
• შექმნას დადებითი ემოციური კლიმატი ჯგუფში
• ორგანიზება გაუკეთოს ობიექტურ და სუბიექტურ ფიზიკურ გარემოს
• შეიმუშაოს რუტინა და პროცედურები
• შეარჩიოს და განახორციელოს აქტივობები და დავალებები
• მოამზადოს ინსტრუქციები
• პოზიტიურად მართოს და აკონტროლოს ქცევა
• იყოს თანმიმდევრული
კრეატიული კურიკულუმის მიხედვით გარემო ამ მესიჯებს უნდა ატარებდეს:
“აქ ყოფნა კარგია” - გარემო სუფთა, კეთილ მოწყობილია. არ არის გადატვირთული. ცენტრების გამოსაყოფად ნეიტრალურ ფონზე მკაფიო ფერებია გამოყენებული.
“ეს ადგილი ჩვენ გვეკუთვნის” - ბავშვებს აქვს პრივატული სივრცე, ნივთების შესანახი, სადაც მისი სახელი და სურათია. ავეჯი ბავშვების ზომისაა. თითოეული ბავშვის ნამუშევარი გამოფენილია და დაცულია. მასალა, ხელსაწყოები და ავეჯი ისეა შერჩეული და მოწყობილი რომ ყველამ შეძლოს მათი გამოყენება. მასალა ასახავს ბავშვების ცხოვრებას და კულტურას. ბავშვების სურათები თავიანთ ოჯახებთან ერთად არის გამოფენილი
“ეს მიმზიდველი ადგილია” - მასალა და ნივთები ორგანიზებულია ისე, რომ ბავშვებმა იციან სად იპოვონ ის რაც სჭირდებათ. თაროები სუფთაა და მასალას აქვს იარლიყები რომ ბავშვბმა ადვილად გააკეთონ არჩევანი. გასაგები და ილუსტრირებული დღის განრიგი კიდია კედელზე, რომ ბავშვებმა იცოდნენ რა ხდება დღის მანძილზე და იცოდნენ რას უნდა მოელოდნენ. რუტინა, ტრანზიციები, კვება, დასვენება და ტუალეტი უცვლელია.
Comments
Post a Comment