Posts

Showing posts from April, 2017

სასწავლო გეგმის ძირითადი ამოცანები

Image
                                        სასწავლო გეგმის ძირითადი ამოცანები           საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმა ითვალისწინებს:           ისეთი შინაარსის სწავლებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საფეხურისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ამოცანების გადაჭრას.           ამგვარ ამოცანათა რიგს განეკუთვნება: • კომუნიკაციური უნარების განვითარება; • სოციალიზაციის ხელშეწყობა; • აღქმის განვითარება; • მოტორული, სენსორული, კინესთეტური სისტემების დახვეწა-განვითარება; • კოგნიტური უნარების (მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება) განვითარება; • წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარების განვითარება; • ნებელობის განვითარება; • დამოუკიდებლობის უნარის განვითარება; • დადებითი განწყობის ჩამოყალიბება სწავლისა და სასკოლო გარემოს მიმართ.

ცენტრების მოწყობა

Image
                                        ცენტრები  მოწყობა         გარემოს სივრცის დაგეგმვისას პრაქტიკულია ამ სივრცის ცენტრებად დაყოფა აქტივობების კატეგორიების მიხედვით. მხარდამჭერი და ეფექტური გარემოს შექმნის მიზნით, სივრცის ცენტრებად დაყოფის მიდგომას პრაქტიკულად ყველგან იყენებენ. ცენტრების მრავალფეროვნება ბავშვებს უვითარებს უსაფრთხოების განცდას და იცავს დათრგუნვისგან, რაც შეიძლება დიდი ოთახის კომპლექსურობამ გამოიწვიოს. ასევე ცენტრები ბავშვებს კონტროლის განცდას უჩენს და ეხმარება გარემოს შეცნობაში.       ბავშვები სენსიტიურები არიან სივრცეების მიმართ; ისინი რეაგირებენ ბევრნაირ სივრცეზე: დიდზე, ღიაზე, პატარაზე, მყუდროზე და განსაკუთრებით დამალულ სივრცეზე. სწორად შერჩეული სივრცე ბავშვებს აქტივობის, წარმოსახვის და სწავლის შესაძლებლობებს უქმნის (დეივიდი და რაიტი, 1974). კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვები ბევრად უკეთესად იმახსოვრებენ ადგილებს ად...

მხარდამჭერი გარემო

Image
                                    მხარდამჭერი გარემო      მხარდამჭერი გარემო ხასიათება როგორც უსაფრთხო, კომფორტული, მიმზიდველი, საინტერესო და ორგანიზებული. ასეთი გარემო აღმზრდელს საშუალებას აძლევს დააკვირდეს მიმდინარე აქტივობებს და იმავდროულად ჩაერთოს აქტივობაში. მხარდამჭერი გარემოს სივრცე უნდა ასევე იყოს იყოს ფუნქციური.      წარმატებული გარემოს უზრუნველსაყოფად აღმზრდელმა შემდეგი სტრატეგიები უნდა განახორციელოს: • შექმნას დადებითი ემოციური კლიმატი ჯგუფში • ორგანიზება გაუკეთოს ობიექტურ და სუბიექტურ ფიზიკურ გარემოს • შეიმუშაოს რუტინა და პროცედურები • შეარჩიოს და განახორციელოს აქტივობები და დავალებები • მოამზადოს ინსტრუქციები • პოზიტიურად მართოს და აკონტროლოს ქცევა • იყოს თანმიმდევრული       კრეატიული კურიკულუმის მიხედვით გარემო ამ მესიჯებს უნდა ატარებდეს:       “აქ ყოფნა კარგია” - გარემო სუფთა, კეთილ მოწყობილია. არ ა...