სასწავლო გეგმის ძირითადი ამოცანები
სასწავლო გეგმის ძირითადი ამოცანები საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმა ითვალისწინებს: ისეთი შინაარსის სწავლებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საფეხურისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანათა რიგს განეკუთვნება: • კომუნიკაციური უნარების განვითარება; • სოციალიზაციის ხელშეწყობა; • აღქმის განვითარება; • მოტორული, სენსორული, კინესთეტური სისტემების დახვეწა-განვითარება; • კოგნიტური უნარების (მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება) განვითარება; • წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარების განვითარება; • ნებელობის განვითარება; • დამოუკიდებლობის უნარის განვითარება; • დადებითი განწყობის ჩამოყალიბება სწავლისა და სასკოლო გარემოს მიმართ.